„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულები მთავარ პროკურორს 17 ოქტომბერს შეხვდებიან.
ამის შესახებ მათ უკვე ეცნობათ. დაზარალებულმა მოვაჭრეებმა დღეს აქცია გამართეს საგამოძიებო უწყებასთან და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს. პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ ადგილზე თავის დაწვაც სცადა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალეა არ მისცა.
პროკურატურის ინფორმაციით, „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ხანძრის გაჩენის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. გამოკითხული 849 პირიდან დაზარალებულად ცნობილია 695 მათგანი. სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული 2 ადამიანი. ძირითად საქმეზე, კვლავ გრძელდება გამოძიება.