ბავშვთა ტრეფიკინგის გახმაურებულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი კიდევ სამ ადამიანს გამოუტანეს.
საუბარია ავსტრალიის მოქალაქეზე, რომელიც პროკურატურის მასალებში დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთ ორგანიზატორადაა მითითებული. პატიმრობა მიუსაჯეს ერთ-ერთი არასრულწლოვნის ოჯახის ორ წევრსაც. საგამოძიებო მაალების მიხედვით, თბილისში მდებარე ორ კონსპირაციულ ბინაში მოწყობილ ფოტო-სალონში 8-დან 14 წლამდე ასაკის 18 გოგონას ფოტო-ვიდეო სესია მიმდინარეობდა, პორნოგრაფიული მასალების რეალიზაცია კი უცხოეთში ხდებოდა, რის სანაცვლოდაც მსხვერპლი ბავშვების მშობლები თანხას იღებდნენ. არასრულწლოვნების მშობლები დღეს ამტკიცებენ, რომ ფოტო-სესიების შინაარსი მათთვის უცნობი იყო.