ბათუმის საკრებულოს სხდომა ვერც ამჯერად შეიკრიბა. სხდომა ოპოზიციის მოთხოვნით ჩაინიშნა, თუმცა მათი წევრების მხოლოდ ნაწილი გამოცხადდა, ჯამში ათი დეპუტატი. როგორც ნაზი ფუტკარაძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების ნაწილი თბილისში შიმშილობს. სხდომის ჩაშლაში კი ამჯერადაც „ქართული ოცნება“ დაადანაშაულეს. „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევასა და მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების აქტის ბათილად ცნობას ითხოვს.