ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, ვირუსის საეჭვო სიმპტომებით ერთდროულად 5 მოქალაქე შეიყვანეს – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ მოქალაქეები რომლებიც ევროპიდან დაბრუნდნენ, სხვადასხვა რეგიონიდან შემოიყვანეს. მათ ტემპერატურის მატება აღენიშნებათ. ლუგარის ლაბორატორიის ბათუმის ფილიალში, ანალიზების პასუხი ოთხ საათში გახდება ცნობილი.