განსაკუთრებული სისასტიკით, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი შესაძლოა 13 დეკემბერს გამოცხადდეს.
სასამართლო სხდომა დღეს ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის გამოკითხვით გაგრძელდა. ბრალდებული მკვლელობისას განსაკუთრებულ სისასტიკეს უარყოფს და აცხადებს, რომ თავს იცავდა. პროკურატურის განცხადებით კი, არაერთი მტკიცებულებით დასტურდება, რომ თამარ გამრეკელაშვილი განსაკუთრებული სისასტიკით იქნა მოკლული, თავისი 6 და 3 წლის შვილების თვალწინ. მას 32 ჭრილობა მიაყენეს.
წარდგენილი ბრალდება 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე მიმდინარე წლის აპრილში მოხდა.