უფლებადამცველთა პრესკონფერენცია

დღეს უფლებადამცველებმა იმ პატიმრებზე ისაუბრეს, რომლებიც, მათი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს პოლიტიკური ნიშნით დააკავეს და დღემდე სასჯელს იხდიან. აქცენტი მათ გახმაურებულ საქმეებზე გააკეთეს. აღინიშნა პატიმარ თეიმურაზ შარაშენიძის საქმე, რომელსაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. უფლებადამცველთა განცხადებით, შარაშენიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მისი საქმე უნდა გადაიხედოს.