საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა
ხუთი ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა განახლდა. პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდება და შეკითხვებს კვლავ მოსარჩელე მხარე დასვამს. გუშინდელი პროცესი კი – დაპირისპირების ფონზე წარიმართა – მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ოპონენტებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა და ევროსაბჭოს ცნობილი რეზოლუციიდან ამონარიდი წაიკითხეს, რამაც ოპოზიციის გაღიზიანება გამოიწვია. ხმაური და კამათი მოჰყვა კონსტიტუციის 78-ე მუხლთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც. ოპოზიციის თქმით, მოსარჩელე მხარე ამ საკითხების წამოჭრით რუსულ ნარატივებს ავრცელებს, მმართველ გუნდში კი – ოპოზიციის პასუხებს არაკომპეტენტურად აფასებენ და აცხადებენ, რომ ისინი რიგ შემთხვევებში შეკითხვებს თავს არიდებდნენ.
ნათია ქენქაძის ჩართვა #მოამბე