მკვლელობა ყიფშიძის ქუჩაზე

21:44, 18.11.2026

ვაკეში 80 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა. მოკლულის ცხედარი ავტოსადგომზე იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ვახტანგ ჩიქოვანია, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით ფეხის არეში მიაყენეს. დაკავებულია თავდამსხმელი. 60 წლის მამაკაცი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. შსს ამბობს, რომ ის ცხელ კვალზე დააკავეს. არაოფიციალური ცნობით, დანაშაულს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. როგორც ირკვევა, მკვლელობა იმ კორპუსის ავტოსადგომზე მოხდა, სადაც მკვლელობაში ბრალდებული ცხოვრობს. მკვლელობის ადგილი სათვალთვალო კამერებით კონტროლდება. ყიფშიძის ქუჩაზე საგამოძიებო ქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. მოკლული მამაკაცი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

მსგავსი