ბაქოს მეათე გლობალური ფორუმი

აზერბაიჯანის დედაქალაქში ბაქოს მეათე გლობალური ფორუმი გაიხსნა.

სამი დღის განმავლობაში ფორუმში მონაწილეობას 50-ზე მეტი ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებენ. ფორუმის თემებს შორის არის ევრაზიაში ახალი ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნები, რაც მოიცავს საქართველოსაც. ფორუმი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გახსნა. ილჰამ ალიევმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან გაფორმებულ შეთანხმებაზე და საქართველოს გავლით ევროკავშირში ელექტროენერგიის მიწოდების პროექტზე.