ბაქოს გლობალური ფორუმი

როგორ უნდა შეამციროს ევროპამ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება – ამ თემას მიეძღვნა ბაქოს გლობალური ფორუმის დღევანდელი დისკუსია.

პანელში აზერბაიჯანის მთავრობის წევრებთან ერთად ევროპელი მაღალჩინოსნები და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის და ახალი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ყველა თანხმდება, რომ ახალი ენერეგეტიკული და სატრანსპორტო მარშრუტების მოძიება და გაფართოებაა საჭირო. ამ მარშრუტებში კი აზერბაიჯანთან ერთად საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, განსაკუთრებული როლი აქვს. განიხილეს კონკრეტული სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტები, მათ შორის შუა დერეფანი და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი.