პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი აზერბაიჯანში

საქართველოზე მსჯელობენ ბაქოში.

აზერბაიჯანის დედაქალაქში პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფება. შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან, მილი-მეჯლისის თავმჯდომარესთან – დღის წესრიგი დატვირთულია. მთავარი თემა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაა. იგულისხმება ის ერთობლივი პროექტები, რომლებიც გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე საქართველოს სატრანზიტო როლს მნიშვნელოვნად ზრდის. საუბარია აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ენერგორესურსების ევროპის ქვეყნებისთვის მიწოდებაზე. ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელებმა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებისთვის საჭირო საკანონმდებლო ჩარჩოზეც იმსჯელეს.