ჩუღურეთის რაიონში მდებარე მე-10 ბაგა-ბაღს კიდევ ერთი კორპუსი შეემატა.
ადგილზე ძველი, ამორტიზებული შენობის დემონტაჟი უკვე განხორციელდა. შენობაში ოთხი სააღმზრდელო ჯგუფი და ღონისძიებების დარბაზია განთავსებული. პარალელურად, ჩატარდა სხვა შენობების რეაბილიტაცია, ბაღის ეზოში მოეწყო სათამაშო სივრცეები და საბავშვო მოედნები, დაირგო დეკორატიული მცენარეები, შეიღება ბაღის სხვა კორპუსები და შეიცვალა ავარიული ღობე.
რეაბილიტირებული ბაღი დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად გახსნა.
პროექტის ჯამური ღირებულება მილიონ ოცდაშვიდი ათას ლარს შეადგენს.