კერძო საკუთრებაში შეჭრის შემთხვევა

ჩუბინაშვილის № 52-ში მცხოვრები დევნილები და სოციალურად დაუცველები ჩუღუერთის გამგებელთან ითხოვენ შეხვედრას. მათი თქმით, შეთავაზება ქირით გადაყვანასთან დაკავშირებით მიუღებელია და საცხოვრებლის დატოვებას არ აპირებენ, რადგან წლებია აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ.