ოზურგეთის სოფელ დვაბზუს სასაკლაოზე, შპს „სოფოს“ მიერ ნაქირავებ ფართში, ვადაგასული ხორცი აღმოაჩინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხორცი აჭარის ბაღებისთვის იყო განკუთვნილი. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სურსათის უვნებლობის სამსახურმა საქონლის ხორცი, რომელიც დღეს აჭარის ბაღებში უნდა შესულიყო, უკვე დალუქა.