კომპანია „ნილის“, რომელიც თბილისის ბაგა-ბაღებს საკვები პროქუტებით ამარაგებს, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ვადა ორშაბათამდე აქვს.
პროდუქტის მიწოდებაზე მცირედი ხარვეზის შემთხვევაში, ორშაბათიდან მასთან ხელშეკრულება გაწყდება. განცხადება დედაქალაქის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა გააკეთა. მისივე ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ბაღების მომარაგებას სერიოზული პრობლემები შეექმნა, ხოლო რიგ შემთხვევებში სკოლამდელ დაწესებულებებში პროდუქტი საერთოდ არ შევიდა.