აქცია თბილისის მერიასთან

აქცია თბილისის მერიასთან. ადგილზე კომპანია „დელუქს დეველოპმენტის“ მიერ დაზარალებულები შეიკრიბნენ. პროტესტის მონაწილეების თქმით, ისანში კორპუსი ნებართვის გარეშე აშენდა და კომპანიამ მათ მიერ შეძენილი ბინები ჯერ გადაყიდა, შემდეგ კი იპოთეკით დატვირთა.

აქციის მონაწილეები თბილისის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი დაზარალებულებს 18:00 საათზე შეხვდება და მათ პრობლემას განიხილავს. მერიაში განაცხადეს, რომ საქმით დაინტერესებულნი არიან და კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.