ტერორიზმის საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება.
„მოამბემ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილის ჩვენება. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაკავებული დეტალურად ყვება რა ვითარებაში შეხვდა ის აჭარაში ახმედ ჩატაევს, როგორ მოხვდა დაჯგუფების წევრების დაკავშირება ერთმანეთთან და მათი შემოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე.
ექსკლუზივი მარიამ ქურდიანმა მოიპოვა.