ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღეს ბრალდების მხარის 14 მოწმე იკითხება, მათ შორის ექსპერტი და დაზარალებულები. პროცესს ბადრი ესებუაც ესწრება. ის წარდგენილ არცერთ დანაშაულს არ აღიარებს. „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუა სამართალდამცავებმა 2023 წლის 8 თებერვალს დააკავეს. შემთხვევა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.