ბადრი ესებუას ადვოკატის განცხადება

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობისთვის და მძევლების აყვანისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატი ამბობს, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ბადრი ესებუამ დანაშაული ჩაიდინა. უფლებადამცველის თქმით, აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტი, რომ ე.წ. 43 დაზარალებულიდან, ბადრი ესებუას ამოცნობა სასამართლო დარბაზში ვერცერთმა შეძლო. ადვოკატის თქმით, ასევე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბადრი ესებუა დაკავებამდე იმალებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე განცხადებით, დაკავება არა ბანკის ძარცვას, არამედ ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე მის მიერ ინფორმაციის ფლობას უკავშირდება.