ესებუას სასამართლო

ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღეს ბრალდების მხარის ათი მოწმე და დაზარალებული დაიკითხება. მათ შორის ექსპერტი, ბანკის თანამშრომლები და ბანკში მყოფი პირები. დღესვე მოუსმენენ ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მაშინდელ უფროსს, ავთანდილ გალდავას. ამ წუთებში სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.