„ბადაგონში“ ფინანსური პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს. გამოძიება დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება.
“ბადაგონის” დამფუძნებლები კი აღნიშნულში დავით ბეჟუაშვილისა და კახა დამენიას ინტერესებს ხედავენ. კომპანიის წარმომადგნელებმა განცხადება ამის შესახებ რამდნიმე წუთის წინ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთეს.