„სტერეო+“-ის დამფუძნებელი ბიზნესმენ ბეჟუაშვილს კომპანიის წილების მითვისებაში ადანაშაულებს

„სტერეო +”-ის დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი, ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილს კომპანიის წილების უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებს, – ამის შესახებ ზილფიმიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ბეჟუაშვილს, თავისი მფარველების დახმარებით, დღესაც მიუწვდება ხელი მართლმსაჯულებასა და პროკურატურაზე. დავით ზილფიმიანის განმარტებით, ბიზნესმენ ბეჟუაშვილის მიზანია, მედიაკომუნიკაციების ხელში ჩაგდება და ამ გზით მედიასაშუალებების კონტროლი. ზილფიმიანი,  ფაქტთან დაკავშირებით, ხელისუფლებას დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებს.

Ⴁრალდებებს უარყოფს დავით ბეჟუაშვილის ადვოკატი. ზვიად კორძაძის განცხადებით, Chemexim International-ის მიმართ, ზილფიმიანს წლებია უკვე დავალიანება აქვს და როგორც კი ამ დავალიანებას გადაიხდის, მის დაყადაღებულ ქონებას, მათ შორის “სტერეო +”-საც ყადაღა აეხსნება.