პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება მედიკამენტოზურ ინტოკსიკაციას უნდა გამოეწვია.
მთავარ საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაშია საუბარი. დღესვე ჟურნალისტებს დახურულ ფორმატში საქმეში არსებული ვიდეო და აუდიომასალის ჩანაწერები წარუდგინეს, სადაც სხვა თემებთან ერთად, თამარ ბაჩალიაშვილი, წარუმატებელი პირადი ურთიერთობის გამო, ტყეში თვითმკვლელობის გეგმის შესახებ საუბრობს. დღესვე გამოქვეყნდა კიდევ ერთი დასკვნა, რომლის მიხედვით, ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი სატელიტის ფოტოები ყალბია.
პროკურატურაში დახურულ შეხვედრას ხათუნა გაგნიძე ესწრებოდა.