აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით, კახეთში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა კახეთის რეგიონში, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და რეგიონულ სამსახურებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო ხედვა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, ვრცლად ისაუბრა მავნებლის ბიოლოგიის შესახებ და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, განთავსდება მონიტორინგის სისტემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება მავნებლის გავრცელების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.