აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე სამეცნიერო წრეებთან შეხვედრა გაიმართა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე სამეცნიერო წრეებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო ხედვის ძირითადი პრინციპები სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გააცნო.
აღინიშნა, რომ პროცესში ჩართული იქნება სხვადასხვა სტრუქტურა, ხოლო ფერმერების ინფორმირებულობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, სამინისტრო აქტიურ საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობას განახორციელებს.