აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი შედეგებით, ილჰამ ალიევი ლიდერობს

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ლიდერობს, – ინფორმაციას ამის შესახებ როიტერსი ავრცელებს.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დათვლილია ბიულეტენების 65% და ამ მონაცემებით ილჰამ ალიევი ხმათა 86.09%-ით იმარჯვებს.

მმართველმა პარტიამ ალიევის გამარჯვება საარჩევნო უბნების დახურვიდან ორი საათის შემდეგ იზეიმა.

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ რვა კანდიდატი მონაწილეობდა.