აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, აზერბაიჯანი და საქართველო ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია ევროპაში. ილჰამ ალიევმა ამის შესახებ ფორუმზე – „ყარაბაღი-დაბრუნება სახლში – 30 წლის მიღწევები და სირთულეები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო ახლო პარტნიორები არიან და ის ხშირად ჩადის საქართველოში, ხოლო საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანს სტუმრობს და ამ შეხვედრებზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.
ალიევის თქმით, მას სრულად ესმის საქართველოს სურვილი, გაწევრიანდეს ევროკავშირში.