საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას საქმიანი ვიზიტით ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი ეწვია. ის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებამ აკადემიის უცხოელ წევრად აირჩია ფილოლოგიის დარგში. შეხვედრაზე მას უცხოელი წევრის დიპლომი გადაეცა.