სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიში წარადგინა.
დღეისთვის სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტების ჯამური ინვესტიცია სამ მილიარდ ლარს აჭარბებს. სააგენტოში განმარტავენ, რომ ამ პროექტების განხორციელების შედეგად 50,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.