რას აკეთებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად შექმნილი სახელმწიფო სააგენტო ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად – ორგანიზაციის, „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელობა საზოგადოებას ბოლო წლებში დაფინანსებულ პროექტებს და მხარდამჭერ პროგრამებს აცნობს.
სესხების თანადაფინანსება, ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემა, ექსპორტზე გასასვლელად საჭირო სერთიფიცირების პროცედურებში დახმარება, განათლების დონის ამაღლება – ეს ის აქტიობებია, რასაც სააგენტო ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობის გასაფართოებლად სთავაზობს.