ავტოსადგურების ლიცენზირება მკაცრდება  

ავტოსადგურების საქმიანობაზე კონტროლი მკაცრდება.

ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სანიტარული ნორმების დაცვა ლიცენზიის მისაღებად მთავარი პირობა იქნება. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ავტობუსებითა და სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის დროს უსაფრთხოების სტანდარტებს. აიკრძალება სატრანსპორტო საშუალებებში დამატებითი სკამების დადგმა, ასევე მკაცრად იქნება გაწერილი რეისების შესრულების დრო.

კანონ-პროექტს ეკონომიკის სამინისტრო უცხოელ ექსპერტებთან ერთად ამზადებს. დოკუმენტი, რომელმაც წლების განმავლობაში პრაქტიკულად რეგულირების მიღმა არსებული სფერო უნდა მოაწესრიგოს, დაახლოებით ორ თვეში  პარლამენტში გაიგზავნება.