დღეიდან ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების მესამე ეტაპი ამოქმედდა.
ტექნიკური შემოწმება უნდა გაიარონ იმ ავტომობილებმა, რომელთა ძრავის მოცულობა 3 000 კუბური სანტიმეტრია ან აჭარბებს მას. შემოწმდება ავტომობილების სამუხრუჭე აღჭურვილობა, საჭით მართვის სისტემა, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლი, ელექტრომოწყობილობა. ასევე, განისაზღვრება ავტომობილის გამონაბოლქვის დონე.
დარღვევის შემთხვევაში მძღოლს მიეცემა ერთთვიანი ვადა, ტესტირების იმავე ცენტრში მისვლის შემთხვევაში განმეორებითი შემოწმება უფასოა. თუ მძღოლი ერთთვიან ვადაში ხარვეზს არ გამოასწორებს, 50 ლარით დაჯარიმდება.
ინსპექტირების ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარს შეადგენს.