ავტომობილების სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ავტომობილების სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა. ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღოს ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ავტოპარკის, ავტოსაგზაო შემთხვევების, საავტომობილო გზების, საწვავის ფასებისა და მართვის მოწმობის შესახებ. მიზანია, აწარმოოს და საზოგადოებას შესთავაზოს მაღალი ხარისხის მონაცემები ისეთი ფორმით, რომელიც აადვილებს მის გამოყენებას და გააუმჯობესებს დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებს.