საგზაო უსაფრთხოება

„ქუჩები სიცოცხლისთვის“ – ამ სლოგანით საგზაო უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, კონფერენცია გაიმართა. გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების 2021-2030 წლების მოქმედების დეკადის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზიანებულთა და დაღუპულთა რიცხვი 50%-ით შემცირდეს.

კონფერენციაზე ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ ხედვაზე, დაგეგმილ სტრატეგიაზე, არსებულ გამოწვევებზე და მოგვარების გზებზე ისაუბრეს.