ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ქვეყნაში ავტოსაგზაო შემთხვევებისას 3 326 ადამიანი დაშავდა, ავარიებს ემსხვერპლა 189 ადამიანი. 2023 წლის ორი კვარტლის განმვალობაში საქარველოში სულ 2580 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. შსს-ის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია სიჩქარის გადაჭარბება, დარღვევით გასწრება, უწყვეტი ზოლის გადაკვეთა და ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა. სპეციალისტების ინფორმაციით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ავარიების რიცხვი შემცირებულია, თუმცა მცირედით. ექსპერტები ტრანსპორტის საკითხებში არ გამორიცხავენ, რომ ტურისტულ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდოს, ამიტომ მოქალაქეებს მოუწოდებენ   გადაადგილებისას მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, უარი თქვან გადაჭარბებული სიჩქარით და ნასვამ მდგომარეობაში გადაადგილებაზე.