პანდემიით და ახლა უკვე უკრაინაში მიმდინარე ომით დაზარალებული კიდევ ერთი სფერო. საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებლის ძველ ნიშნულამდე დაბრუნება ვერ ხერხდება.
ავტოიმპორტიორებს სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაცია უჭირთ, რადგან ომში მყოფი უკრაინა რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორი იყო. ცალკე გამოწვევაა გაზრდილი ხარჯები. გაძვირდა როგორც მეორადი ავტომობილები, ასევე ტრანსპორტირების ღირებულება. ავტომობილების თვითღირებულების შესამცირებლად იმპორტიორებს სახელმწიფო სტრუქტურებთან რამდენიმე მოთხოვნა აქვთ.