ავსტრიას ახალი მთავრობა ჰყავს. ქვეყნის ახალი კანცლერი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, 31 წლის, სებასტიან კურცი გახდა.
ინაუგურაციის ცერემონიალი უკვე გაიმართა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. ავსტრიაში მთავრობის ფორმირება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სებასტიან კურცის „ავსტრიის სახალხო პარტიამ“ ულტრა-მემარჯვენე, ნაციონალისტურ „თავისუფლების პარტიასთან“ კოალიცია შეკრა.
ახალი კანცლერის არჩევით, ავსტრიას ევროპის მასშტაბით ყველაზე ახალგაზრდა მთავრობის ხელმძღვანელი ჰყავს.
ოქტომბერში გამართულ არჩევნებში, კურცის პარტიამ ხმათა 32%, ულტრა-მემარჯვენეებმა კი 26% მოიპოვეს. ინაუგურაციის პარალელურად, ავსტრიაში ახალი მთავრობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქცია მართავენ.