ისრაელში ღამით განვითარებული მოვლენების შემდეგ, რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თელ-ავივის რეისი დაეშვა. ფრენა„ ელ ალ ისრაელის“ ავიახაზებმა შეასრულა. თვითმფრინავი ისრაელის დედაქალაქიდან დაახლოებით 5-საათიანი დაგვიანებით ჩამოფრინდა. როგორც ჩამოსული მგზავრები აცხადებენ, დაგვიანების მიზეზი წუხელ განვითარებული მოვლენები გახდა, რის შესახებაც მგზავრები ინფორმირებულები იყვნენ. დღესვე, თელ-ავივიდან კიდევ ერთი რეისია ჩანიშნული. „ელ ალ ისრაელი“ ავიახაზები თბილისში 11 სთ-ზე ჩამოვა.