ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის განცხადება

15:06, 14.04.2024

ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ოპერაცია ისრაელის წინააღმდეგ წარმატებული იყო. მოჰამედ ბაგერის განმარტებით, შეტევა დასრულებულია, თუმცა მისივე თქმით, ირანელი სამხედროები მზად არიან და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედებენ. ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის განცხადებით, ირანი „თანაზომად პასუხს“ გასცემს, თუ ისრაელი გადაწყვეტს, რომ თავს დაესხას „ირანის ინტერესებს, თანამდებობის პირებსა და მოქალაქეებს“.

მსგავსი