ავიამიმოსვლა რუსეთთან

ავიაკომპანია „აზიმუტის“ შემდეგ, დღეს რუსეთთან პირდაპირი ფრენა განახორციელა ქართულმა ავიაკომპანიამ, Georgian Airways-მა. თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი დილის რვა საათზე შესრულდა. Georgian airways-ის წარმომადგენლის განმარტებით, პირველ რეისზე 85 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ ქართველებიც. დღესვე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვი-თბილისის მორიგი თვითმფრინავი 15:30-ზე დაჯდება.

ცნობისთვის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანია Georgian Airways-ზე, მიმდინარე წლის 16 მაისს გაიცა. აღნიშნული ავიაკომპანია პირდაპირი რეისების შესრულებას რუსეთის ფედერაციის მიმართულებით კვირაში შვიდჯერ სიხშირით განახორციელებს.