„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიას სანქციებისთვის თავის არიდების დერეფნად იყენებს.

თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ფაქტის დამადასტურებელ ინფორმაციას თავად რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის უფროსი ავრცელებს. თინა ბოკუჩავას თქმით, გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რუსეთმა მოახერხა დასავლეთის ბლოკადის გარღვევა ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გამოყენებით.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ თინა ბოკუჩავას განცხადება ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და რუსეთის ინტერესების ერთმანეთთან თანხვედრას და ის ევროკავშირთან დაახლოების პროცესისთვის ხელის შეშლას ემსახურება.