ინტერვიუ შალვა პაპუაშვილთან

არ გვაქვს დაცვის გარანტიები, არც ნატო-ს ქოლგა გვიცავს, არც ევროკავშირის ეკონომიკური ბერკეტები, ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის ჯარი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო უზრუნველყოფს და პასუხისმგებლობას იღებს, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად. თუმცა, პარლამენტის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ქვეყანა მოსკოვის პირისპირ მარტოა და მის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარია.

შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში ფრენებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს კრემლის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო.

დათქმული 12 პუნქტის შესრულების პროცესი და მიმდინარე მოვლენები – შალვა პაპუაშვილი #თავისუფალიხედვა #LIVE