საქართველოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის ზრდის ფონზე, „საქაერონავიგაცია“ ავიამეთვალყურეების შესარჩევად კონკურსს აცხადებს. 17 მონაწილე რამდენიმე ეტაპად შეირჩევა და კონკურსანტებს ტესტირებებისა და გასაუბრების გავლა მოუწევთ. შერჩეული პირები ექვს თვემდე ვადით სასწავლებლად უცხოეთში გაემგზავრებიან. შერჩეული აპლიკანტებიდან 11 თბილისის, სამი ბათუმის და სამი ქუთაისის საქაერონავიგაციაში დაიწყებს მუშაობას.