„საქაერონავიგაციის“ განცხადება

„საქაერონავიგაცია“ კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „საქაერონავიგაციის“ კუთვნილ ტერიტორიაზე შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებელი ტენდერის გამოცხადების დაჩქარება შოვის ტრაგედიამ განაპირობა. „საქაერონავიგაცია“ შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის მშენებლობის დაწყებას სამი წლის წინ გეგმავდა, თუმცა როგორც აცხადებენ, პროექტის განხორციელება პანდემიის გამო შეფერხდა. „ტენდერის გამოცხადებამდე ჩატარდა კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაოები, ბაზრის კვლევა 26 ივნისს დასრულდა, კომპანიამ ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსგან მშენებლობის ნებართვა 26 ივლისს მიიღო, ნებართვა 2 აგვისტოს დარეგისტრირდა კომპანიაში და 4 აგვისტოს სატენდერო წინადადება აიტვირთა შესყიდვების სააგენტოს საიტზე“, – ნათქვამია საქაერონავიგაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.