ინდონეზიაში მიმდინარე სამაშველო-სამძებრო ოპერაციის მონაწილეებმა ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში ჩავარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის სიგნალი დააფიქსირეს. აღმოჩენლი ცხედრის ნაწილები და სავარაუდოდ, თვითმფრინავის ნამსხვრევები. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია სამხედრო-საზღვაო ძალები. ინდონეზიური ავიაკომპანიის კუთვნილი ბოინგი, რომლის ბორტზეც 62 ადამიანი იმყოფებოდა, 9 იანვარს ჯაკარტის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ რადარებიდან მალევე გაუჩინარდა. თვითმფრინავი ინდონეზიის ქალაქ პონტიანაკში ასრულებდა რეისს. ინდონეზიის ხელისუფლების ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა პირი ინდონეზიელი იყო. მათ შორის ათი ბავშვი.