ავღანეთში ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა.
პირველი თავდასხმა ქაბულში განხორციელდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ამომრჩეველთა სარეგისტრაციო პუნქტთან აიფეთქა. დაიღუპა სულ მცირე 31 ადამიანი, დაიჭრა 57. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.
კიდევ ერთი აფეთქება რამდენიმე საათში ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოხდა, რომელსაც შვიდი ადამიანი შეეწირა.
მომხდარზე პასუხისმგბელობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. მოძრაობა „თალიბანი“ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.