ავღანეთში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ავღანეთში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. თვითმფრინავი Falcon-10 ინდოეთიდან მოსკოვის მიმართულებებით ჩარტერულ რეისს ასრულებდა. რუსეთის ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ის რადარებიდან ავღანეთის ტერიტორიაზე გაქრა. ვარაუდობდნენ, რომ ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ორი მგზავრი და ოთხი ეკიპაჟის წევრი. წინასწარი მონაცემებით, კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. მედიის ცნობით, თვითმფრინავმა კურსიდან გადაუხვია და ტაჯიკეთის საზღვრიდან დაახლოებით 30-40 კილომეტრის დაშორებით მთას დაეჯახა.