ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესი გრძელდება

ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა გრძელდება. პროცესში საქართველო ნატო-ს ქვეყნებს ლოჯისტიკურ მხარდაჭერას უწევს. შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გერმანიის საჰაერო ტრანსპორტირების ქვედანაყოფისთვის გადმოსროლის ჰაბის როლს ასრულებს. მიმდინარე პროცესს გერმანიის ელჩი და თავდაცვის ატაშე გაეცნენ. დიპლომატების განცხადებით, საქართველოს სატრანზიტო მხარდაჭერის მეშვეობით, ჯარების გამოყვანის პროცედურები უფრო ეფექტიანად და სწრაფად ხორციელდება.

მოამბე