ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება. ამჟამად, ახალი კორპუსი ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში, მე-4 კვარტალში შენდება და მალე №6 კორპუსის მობინადრეები იმავე მისამართზე, ახალ საცხოვრებელ სახლებს მიიღებენ. აღნიშნულ მისამართზე, ავარიული 4-სართულიანი სახლის ნაცვლად, 10-სართულიანი თანამედროვე სტანდარტების შენობა-ნაგებობა აშენდება. ადგილზე დღეს თბილისის მერი იმყოფებოდა.