სტიქიის მძიმე შედეგები სამეგრელოში

სამეგრელოში ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.

უამინდობამ სენაკის, წალენჯიხის და ხობის თითქმის ყველა სოფელი დააზარალა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ღვარცოფის გამო დაზიანდა გზები. ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება მარტვილის მუნიციპალიტეტს. ყველაზე მძიმე სურათი წალენჯიხის რაიონის სოფელ კვაუთშია, რომელიც ხიდის წაღების გამო რაიონულ ცენტრს მოწყდა.